Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 21.09.2023, N7 საბჭოს სხდომის დადგენილებით დაინიშნოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები 2023 წლის 5 ოქტომბერს.

 

არჩევნების ჩატარების ადგილი - თსუ VI კორპუსის დარბაზი ( #303 ).

ფაკულტეტის საბჭოს სხდომის დაწყების დრო - 15:00 სთ.

კენჭისყრის პერიოდი  - 15:15 - 16:30 სთ.

არჩევნების ჩატარების ფორმა - ფარული კენჭისყრა. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საბჭოს სხდომის კვორუმის შემთხვევაში დააგროვებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობას.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაცია შეუძლია ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორს.

კანდიდატისტვის ასაკობრივი შეზღუდვა მოხსნილია.

 

კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარდგენა
 

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
  • ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ ;
  • CV;
  • ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განვითარების კონცეფცია;
  • პირადობის მოწმობის ასლი.
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

 

 

კანდიდატთა საბუთების მიღება - 25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ფაკულტეტის კანცელარიაში ( თსუ VI კორპუსი, ოთახი #203 ), 10:00-17:00 სთ.